ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია 2300 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორისა და სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

კერძოდ, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობაზე "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის სტენსილის მიხატვის გამო, აქტივისტი 2000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

ამასთან, პროცესის მიმდინარეობისას საპროტესტო შეძახილისთვის, სასამართლომ ზარანდიას 300 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა და სასამართლოს უპატივცემულობის არგუმენტით სხდომის დარბაზიდან გააძევა.

„ფურცხვანიძეს მივაწოდე მასალა, სადაც ჩემს მიერ დახატული ნახატებია მერიის შენობის კედელზე, თეატრის კედელზე და სხვადასხვა ადგილებში, რომელთა გამო არ დავუჯარიმებივართ. იქ ნებართვის გარეშე გავაკეთე ნახატები. იმ ადგილას, სადაც მედავებიან, გვერდზე ადრე სტალინიც დავხატე. ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. ამ დროს, გარედან ხმაური შემოესმა მოსამართლეს და მოგვიწოდა, სასამართლოს პატივი ეცითო. მე ვუთხარი, თქვენ მოსამართლე რომ იყოთ, დავდგებოდი მუხლების ჩოქვით და პატივისცემასაც დაიმსახურებდით მეთქი. ამის გამო დამაჯარიმა 300 ლარით და გამაძევა. ამ პროცესისთვის ძალიან მობილიზებულები იყვნენ, სხდომა დაიწყეს ადრე, მე გამომაგდეს, არც დანარჩენები არ შეიყვანეს და ხალხის გარეშე ჩატარდა პროცესი.

მერიის კედელზეა ჩემი ნახატები გამოსახული. ამ დროს კი მედავებიან, რომ უწყების კედელზე დავხატე და იერსახე შევუცვალე ქალაქს. მათ პრობლემა აქვთ სტენსილის შინაარსზე და არა იერსახის დამახინჯებაზე. ისინი სიტყვა თავისუფლებას ვერ იტანენ. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს“, - ამბობს ზარანდია რადიო „ათინათთან“.

მისი თქმით, ის ჯარიმას არ გადაიხდის, გადაწყვეტილებას კი, სისტემისადმი ნდობის არარსებობის მიუხედავად, სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტს პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმი სახლში 18 თებერვალს მიუტანა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორს პოლიცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.