ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორისა და სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს გადაწყვიტა, შიმშილობა შეწყვიტოს. ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ამაღლობელის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი გააცნო საზოგადოებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 66 - ე დღეა, რაც მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ და პროევროპულ აქციას მართავენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.