დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და იმ კონკრეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკასა და შიდა წარმოებას.

,,საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ყურადღება გავამახვილეთ უკვე მიღწეულ შედეგებზე იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად განახორციელა. ასევე, ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის შიდა წარმოებას, რამაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა შექმნას და უფრო მეტი დასაქმებული უნდა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში.

უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და მე შემდგომში, როგორც მათმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავიღე ვალდებულება, რომ ვიყო მათ გვერდში, დავიცვა მათი ინტერესები და ვიყო მათი ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში შეიქმნა 13 აგრო საწარმო და გაფართოვდა 17, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა, 343 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარი დაეჭირა 197 პროექტს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.