დაფინანსებული
"მესიაკონი" - რა სერვისს სთავაზობს ზუგდიდელ მშობლებს ახალი სასწავლო ცენტრი (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, კოსტავას #7-ში სასწავლო ცენტრი "მესიაკონი" გაიხსნა, სადაც მე-6 კლასამდე მოსწავლეებს მიიღებენ. ცენტრის დირექტორის მაია რიგვავას თქმით, სერტიფიცირებული პედაგოგები ბავშვებს სასკოლო საგნების სრულად მომზადებაში დაეხმარებიან.
ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებითი უნარ-ჩვევები შეიძინონ. ცენტრის მოსწავლეები ინგლისური ენის გრამატიკას და მათემატიკას გაძლიერებული პროგრამით შეისწავლიან.

"პანდემიამ ძალიან ბევრ სფეროში შექმნა პრობლემები და განსაკუთრებით ეს დაეტყო განათლების სფეროს. ჩვენს შვილებს ძალიან შეუშალა ხელი თუნდაც სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ. აქედან გამომდინარე, ჩვენმა კოლექტივმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო დავხმარებოდით ჩვენს ქალაქში მყოფ პატარებს, მშობლებსაც რასაკვირველია, რომ შეგვემსუბუქებინა, ხელი შეგვეწყო განათლების უკეთ მიღებაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სასწავლო ცენტრი "მესიაკონი", სადაც პატარები შეძლებენ, რომ დილიდან საღამომდე უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში მიიღონ განათლება, სწავლების თანამედროვე მეთოდებით", - ამბობს მაიკო რიგვავა.

მისივე განმარტებით, ჯგუფში მხოლოდ 5 ბავშვი იქნება, რაც მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

"გარდა იმისა, რომ ჩვენს სასწავლო ცენტრში თქვენს შვილებს დავეხმარებით სრული სასკოლო პროგრამის მომზადებაში, ჩვენთან შეისწავლება ინგლისური ენის გრამატიკის და მათემატიკის გაძლიერებული კურსი. პროგრამაში გათვალისწინებული გვაქვს განვუვითაროთ თქვენს შვილებს ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ თანამედროვე განათლების სისტემას მოერგოს ბავშვი. ეს არის პრეზენტაციების მომზადების უნარი, თემების და ესსეების წერის უნარი, ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით.  ერთდროულად ჯგუფში 5 ბავშვი იქნება, ჯგუფურ მუშაობასაც უნდა შეეჩვიოს ბავშვი და ეს არის ოპტიმალური რაოდენობა", - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი.

ობიექტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, იზოლირებულ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში. თითო ჯგუფის მეცადინეობები, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.