დაფინანსებული
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის პრეზენტაცია
29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა), ცენტრალური ხელისუფლების (ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, განათლების სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო), სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მკვლევარმა - ნინო კორინთელმა ღონისძიების მონაწილეებს თავის პრეზენტაციაში კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარა, - „ბავშვთა კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ერთი სტრუქტურული ერთეულის ან პროფესიული ჯგუფის ვალდებულება. გადამწყვეტია, საკითხისადმი ჰოლისტური მიდგომა. ბავშვთა მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და მათი გაძლიერებული ჩართულობა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება.“

ღონისძიებაზე ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების პრაქტიკოს სპიკერებსადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენელს მოუსმინეს.

„ჩვენი ორგანიზაცია მომხრეა, რომ აუცილებლად უნდა გაერთიანდეს მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კოორდინირებული მუშაობა დაიწყონ მუნიციპალიტეტებთან. დღეს მუნიციპალიტეტებს აქვთ ეს ფუფუნება. მათ გვერდით ნამდვილად არიან გამოცდილი ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ მათთვის ამ დახმარება გაწევა. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციებში ეს კოორდინაცია არ არის და მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია ცალკე აკეთებს შეფასებას ან საჭიროებათა კვლევას, მეორე ორგანიზაცია სხვა კვლევას და რეალურად, ერთმანეთის არაფერი ვიცით. ერთობლივი მუშაობისა და კოორდინირების გარეშე არაფერი გამოვა,“ -  ამბობს ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენელი ეთერ ცხაკაია.

„ჩვენი მუნიციპალიტეტი და ჩვენი განყოფილება წელს ჩართული იყო ბავშვზე და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ საჭიროებათა კვლევაში, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (ადგილობრივი და საერთაშორისო)ერთობლივი ძალისხმევით.ეს იყო საკმაოდ დიდი მასშტაბის კვლევა და ჩვენთვის პირველი დიდი გამოცდილება, სადაც გავეცანით მისი ჩატარების სპეციფიკას. მის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება. სამწუხაროდ, ეს იყო ისევ სიღარიბე ოჯახებში, მშობლების ნაკლები ინფორმირებულობა და მშობლების ნაკლები უნარები, რომლის გაზრდა, პოზიტიური მშობლობის კუთხით, აუცილებელია. ამისთვის გვაქვს დაგეგმილი ბევრი სხვადასხვა აქტივობა 2023 წლისთვის. ერთია, მაგალითად, „მშობლის სკოლა“, - აღინიშნა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორმა ია ეხვაიამ.

„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ნებისმიერ უწყებასთან, რომელიც ეხება ბავშვებს. მჭიდრო კავშირი გვაქვს სკოლებთან, მანდატურის ფსიქოლოგებთან, ბაღებთან (ბაღის გამგეებთან, აღმზრდელებთან, მათ ფსიქოლოგებთან და ლოგოპედებთან), ამბულატორიის ექიმებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, სოფლებში მერის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს ოჯახები, კარგად ჰყავთ შესწავლილი და რომლებთანაც ინფორმაციას აქტიურად ვცვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რაც ჩვენს პრაქტიკაშიიკვეთება არის, მშობლებთან უწყეტი თანამშრომლობა, რათა მათ იგრძნონ ჩვენი გვერდში დგომა,“ -  განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორმა ლელა ფურცელაძემ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევაში ასახულ ყველა მიგნებასა და რეკომენდაციას გაეცნობი შემდეგ ბმულზე.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.