დაფინანსებული
“ჯან-მედიში” თურქეთიდან და თბილისიდან მოწვეულმა მეან-გინეკოლოგებმა ადგილობრივ პაციენტებს კონსულტაცია გაუწიეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.

ამასთან, მოწვეულმა ექიმებმა, გინეკოლოგ-პროდუქტოლოგმა დენიზ კულაქსიზმა და მეან-გინეკოლოგმა ელენე ჭანიამ ადგილობრივ პაციენტებს კონსულტაცია გაუწიეს.
თურქეთიდან, “მედიქალ ფარქიდან” მოწვეულმა სპეციალისტმა, დენიზ კულაქსიზმა აღნიშნა, რომ “ჯან-მედის” ინფრასტრუქტურა, სერვისის სტანდარტი და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა სრულად შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის მოთხოვნებს.

მისი თქმით, დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება პერიოდული ვიზიტები, რათა ადგილზე შეფასდეს პაციენტების მდგომარეობა და ჩატარდება მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგი.

“მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა ამგვარ გარემოში. სასიამოვნო იყო თანამშრომლობა ექიმ ელენესთან, რომლის პროფესიონალიზმი მაღალ შეფასებას იმსახურებს.

ვიზიტის დროს, შევაფასეთ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ინფერტილობა და ასევე, პაციენტები, რომლებსაც სჭირდებოდათ გინეკოლოგიური ონკოლოგიური ჩარევა. გვყავდა პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ბენიგნური გინეკოლოგიური პათოლოგიები, მათ შორის მენსტრუალური დარღვევები, მენჯის ქვედა ტკივილები და სხვა ტიპის ქირურგიულად ან კონსერვატიულად მართვადი პრობლემები. მთავარი აქცენტი ამ კატეგორიის პაციენტებზე გაკეთდა, რის შედეგადაც ჩატარდა შესაბამისი კლინიკური და ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის და კეთილგანწყობისთვის”, - განმარტავს კულაქსიზი.

მეან-გინეკოლოგი და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი ელენე ჭანია ამბობს, რომ ერთობლივი კონსულტაციის დროს გამოიკვეთა საინტერესო ქეისები, რაც ეხებოდა სხვადასხვა ტიპის გინეკოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის უშვილობას. ის მოუწოდებს პაციენტებს, ეფექტიანი დიაგნოსტიკისთვის მიმართონ “ჯან-მედის”.

ცენტრის დირექტორი ლელა ქაჯაია კი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კლინიკაში ბევრი სიახლე იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების შეთავაზებას.

“ჯან-მედის” მისამართია - ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. #32.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.