რუსეთის „სამხრეთის სამხედრო ოლქში“ დაიწყო „ზამთრის სწავლების შემოწმება“, რაც მორიგ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გულისხმობს.
„20-ზე მეტ პოლიგონსა და სასწავლო ცენტრში საკონტროლო სწავლებების დროს შეფასდება სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მზადყოფნა. საველე პირობებში ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები ჩაატარებენ წვრთნებს საბრძოლო სროლებით“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
პირველ შემოწმებას გაივლიან აფხაზეთსა და ჩეჩნეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები, ასევე შავი ზღვის ფლოტის არტილერისტები და მფრინავები.
მასალის გამოყენების პირობები