რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მომატებული პენსიების მოლოდინშია
სოხუმსა და მოსკოვს შორის ,,აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” პენსიებისა და ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსია რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის საშუალო მაჩვენებლს გაუთანაბრდება, რომლის ოდენობაც 10 ათას რუბლს აჭარბებს. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთში მცხოვრებ 32 ათასზე მეტ ადამიანს ყოველთვიური ფულადი დახმარება 6 ათასი რუსული რუბლიდან 16 ათას რუბლამდე გაეზრდება. თუმცა, რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მაქსიმ ტოპილინის თქმით, პენსიების ზრდა ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორცილდება. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პენსიონრებს პირდებოდნენ, რომ მაქსიმალურად მომატებულ პენსიებს 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა მათგანი მიიღებდა. რაც შეეხება, საბიუჯეტო სამსახურებში მომუშავე მოქალაქეების ხელფასების მატებას, ტოპილინის განმარტებით, მიმდინარე წელს შრომითი ანაზღაურება 27 %-ით გაეზრდებათ: ექიმებს, მასწავლებლებს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს, კულტურისა და სოცილაურ მუშაკებს. "ამ მიზნით რუსეთი 275 მილიონ რუბლს გამოყოფს. შეიქმნება სამოქმედო გეგმა, რომლითაც მომავალში ვიხელმძღვანელებთ და ამ თემას ყოველწლიურად განვიხილავთ.”- აღნიშნა რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა. აღნიშნული შეთანხმება მოსკოვსა და სოხუმს შორის ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შემავალი ნაწილია, რომელიც ,,აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” დროთა განმავლობაში სოციალური სტანდარტების ამაღლებას, სამედიცინო და სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფას, პენსიებისა და ხელფასების ზრდას და რუსეთის დონემდე აყვანას ითვალისწინებს. ხელფასებისა და პენსიების მომატებას, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლოებასაც პირდებოდა, მაგრამ მათ მიმდინარე წლის სამი თვის ხელფასი და პენსია, ძველი სტანდარტების მიხედვით აიღეს და ადგილობრივ ადმინისტრაციებში ეუბნებიან, რომ მათთვის შრომითი ანაზღაურებისა და ყოველთვიური დახმარების მომატების საკითხი გაურკვეველია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.