რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში ე. წ. პასპორტიზაციის საკითხი გაურკვეველია
აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და საბოლოო ვარიანტების შეჯერების შემდეგ მთავარი დოკუმენტის გაცემაც დაიწყება. აფხაზურ პასპორტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ოკუპირებული აფხაზეთის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრ არტურ მექვაბიას ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ და რუსული კომპანია "გოზნაკის" წარმომადგენლებმა 16 აპრილს გააცნეს. აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის პასპორტებისა და ბინადრობის უფლების ბლანკებს, სწორედ, რუსული სახელმწიფო კომპანია "გოზნაკი" ამზადებს. შეხვედრის მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო, პასპორტების გაცემის ახალი სისტემების ამოქმედებისა და მათი დანერგვის გზები განიხილეს. მექვაბიამ, თავის მხრივ, "გოზნაკის" თანამშრომლებს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო მადლობა გადაუხადა. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების და "ბინადრობის უფლების" გაცემა ოკუპირებულ აფხაზეთში 2015 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ პაპორტიზაციის საკითხში ერთობლივი გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე ყველაზე დიდ პრობლემად გალის რაიონის მოსახლეობის სტატუსის განსაზღვრა რჩება. ადრე ითქვა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტები გაჩნიათ, თავიანთი მოთხოვნის საფუძველზე ე. წ. ,,ბინადრობის უფლების” (Виднажительство) მიღება შეეძლებოდათ. ეს დოკუმენტი მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და არჩევნებში ხმის მიცემის გარდა, სხვა აქტივობების უფლებას მისცემდა. ბოლო დროს კი, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას ინიციატივით, გალის რაიონის მოსახლეობაში აღწერა ჩატარდა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რიცხვი გამოვლინდა, გალში ამბობენ, რომ რუსეთმა ამ რაოდენობის "ბინადრობის უფლების” ბლანკების დაბეჭდვაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი გალის მოსახლეობის რიცხოვნობა და გასაწევი ხარჯების სიმცირე დაასახელა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.