რეგიონი
ვიაჩესლავ ჩირიკბამ ნაურუს დელეგაციას უმასპინძლა
სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნაურუში აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. «ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და საერთო პრობლემები გვაქვს, რომელთა გადალახვა უნდა შევძლოთ. ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად მსოფლიოს მთელმა საზოგადოებრიობამ აღიარა, თუმცა მისი ტერიტორია აფხაზეთის ტერიტორიაზე უფრო პატარაა. ჩვენ თქვენთან თანამშრომლობა გვსურს», — განაცხადა ნაურუს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაურუსთან დიალოგის აუცილებლობას. ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, მცირე ხალხებს მრავალრიცხოვან ერებზე უკეთ ესმით ერთმანეთის. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო არენაზე თვითაღიარებული აფხაზეთისთვის მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები