რეგიონი
აფხაზეთში კულტურული ძეგლების ერთიანი რეესტრი იქმნება

ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის და უძველესი არქიტექტურული ძეგლების ერთიანი რეესტრი იქმნება, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატალ კობახიამ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 295 ისტორიული ძეგლი მდებარეობს, რომელთაგან ბევრს იუნესკო-ს სიაში მოხვედრის შანსი აქვს.  ,,იუნესკო-ს ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად, ძეგლი უნდა წარმოადგენდეს ადამიანის მიერ შექმნილ შედევრს. ასეთი შედევრები ჩვენთან ბლომად არის. აფხაზეთი ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია, როგორიც ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. აქ თავმოყრილია ბიზანტიური, რომაული და სხვა სტილის კულტურა.” - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კობახიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები პირვანდელი სახითაა შემონახული და იუნესკო-ს სიაში თავისუფლად შეიძლება შევიდეს ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების და ბედიის ტაძრები, სოხუმის ციხესიმაგრე, განთიადის ბაზილიკა, თამარ მეფის ხიდი, ბაგრატის სასახლე და სხვა.

ბატალ კობახიამ ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ იუნესკო-ს კრიტერიუმებს შორის მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ძეგლების მიმართ დამოკიდებულება.

,,არა მგონია იუნესკო-მ ან რომელიმე სხვა ორგანიზაციამ ან ქვეყანამ საჭირო ყურადღება მიაქციოს და პატივი სცეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მანამ, ვიდრე მათ მიმართ თავადვე არ შევიცვლით დამოკიდებულებას და არ მოვუფრთხილდებით.” - განაცხადა ბატალ კობახიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.
28 / ნოემბერი 2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.