რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. მხარეებმა ევროპულ არენაზე გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და ჰუმანიტარულ სფეროებში ოკუპირებული აფხაზეთისა და გაერო-ს თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ჟენევის დისკუსიებში გაერო-ს სპციალური წარმომადგენლის ანტი ტურუნენის განცხადებით, ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის მოლაპარაკებებს და მის ფარგლებში მომავალ შეხვედრებს ოპტიმიზმით უყურებს. უცხოელმა დიპლომატებმა ხაჯიმბას კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ გაერო მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში დახმარება გაუწიოს და ამ მიმართულებებთან დაკავშირებული სხვა დეტალებს სწორედ ჟენევის დისკუსიების დროს განიხილავენ. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ამ მოლაპარაკებებისგან ის პრაქტიკულ შედეგებს ელოდება."ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ პროცესები უკუქცევადია და წარსულის დაბრუნება არ მოხდება. საქართველომ შექმნილ რეალიებს თვალი უნდა გაუსწოროს."- განაცხადა ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.