50 წლის ელიზბარ დურგლიშვილი შვილთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვარს მწყემსავდა. ინციდენტი გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ბერშუეთში გუშინ საღამოს მოხდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, დურგლიშვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.
საოკუპაციო რეჟიმი ელიზბარ დურგლიშვილის ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია.
მასალის გამოყენების პირობები