რეგიონი
ირაკლი ხინთბა-აფხაზებთან ამ რეკომენდაციებს არანაირი კავშირი არ ექნებათ
თვითაღიარაბული აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო სამმართველოს უფროსი ირაკლი ხინთბა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის "გაყინული კონფლიქტების" შესახებ ახალი ქვეკომიტეტის შექმნას გამოეხმაურა. უცობია, თუ რა რეკომენდაციებს გამოიმუშავებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი ქვეკომიტეტი,"გაყინული კონფლიქტების" შესახებ, თუმცა ნათელია, რომ აფხაზეთთან ამ რეკომენდაციებს არანაირი კავშირი არ ექნებათ,- განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო სამმართველოს უფროსმა ირაკლი ხინთბამ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თვითაღიარებული აფხაზეთი არ არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გარდა ამისა, მისი თქმით, ამ ორგანოს მოღვაწეობა თვითაღიარებული აფხაზეთის მიმართ ყოველთვის მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. "ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ მოითხოვა რუსეთისგან აფხაზეთის აღიარების გამოთხოვა. რამდენადაც ანგაჟირებული იყო მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების შეფასება, იმდენად ცალმხრივი და მტრული იყო მათი მოხსენებები აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ", — უთხრა „სპუტნიკ აფხაზიას“ ირაკლი ხინთბამ.  ამის მიზეზად აფხაზი ექსპერტი მიიჩნევს იმას, რომ ამ ორგანოში, ასევე ევროპარლამენტში, ევროპული პოლიტიკის ყველაზე რადიკალური ძალებია თავმოყრილი. "თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გულწრფელად დაინტერესდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხით და თავს არ მოგვახვევს წინასწარ გამიზნულ სტატუსურ გადაწყვეტილებებს - დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია", — აღნიშნა ირაკლი ხინთბამ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "გაყინული კონფლიქტების" შესახებ ახალი ქვეკომიტეტის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ახალი ქვეკომიტეტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად შეიქმნება, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იმ კონფლიქტურ რეგიონებზე, სადაც აქტიური შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებულია, თუმცა, ისეთი სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის არ მიღწეულა, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს, ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. როგორც მოსალოდნელია, ახალი ქვეკომიტეტი მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, დნესტრისპირეთისა და ყირიმის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებზე იმუშავებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.