რეგიონი
არტურ მიქვაბია: რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა ჯერჯერობით არარეალურია
თვითაღიარებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ბიუჯეტს, მართვის სისტემის რეფორმირებას, მოსკოვში სამუშაო ვიზიტს და სხვა საკითხებს ეხებოდა. მიქვაბიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის საბანკო საზოგადოება პირველად დააფინანსებს აფხაზურ პროექტებს, რისთვისაც კრედიტების სახით დამატებით 1,2 მილიარდ რუბლს მიიღებს, წლიური საპროცენტო განაკვეთით - 10%. მისი თქმით, ეს თანხა «საინვესტიციო სააგენტოს» საშუალებით გაიცემა. მან აღნიშნა, რომ წარდგენილია 100 - ზე მეტი პროექტი. ე.წ.პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა ჯერჯერობით არარეალურია, თუმცა მომავალში დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან სახელმწიფოთაშორის კრედიტებზე გადასვლას გეგმავს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები