რეგიონი
აფხაზეთში ძმებ გემუებზე თავდამსხმელს ეძებენ
3 მაისს, 01:40 სთ-ზე, გულირიფშის რაიონის სოფელ დრანდაში უცნობმა მამაკაცმა სახლიდან გამოიხმო ძმები ოლეგ და ემზარ გემუები და იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ, მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან განხორციელდა, შედეგად, ემზარ გემუა მუცლის არეში , ხოლო მისი ძმა ოლეგი - თეძოში დაიჭრა. თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაჭრილი ემზარ გემუას მდგომარეობა-მძიმეა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები