რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი გადადგა
აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სამსახურს შორის დაპირისპირებას ხმაურიანი გადადგომები მოჰყვა. პოსტი დატოვა არაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ. მათ შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ სოხუმში, სასტუმრო რიწასთან მომხდარი შეტაკებისას 4 ადამიანი დაშავდა. 2 მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2 კი დაცვის სამსახურის წარმომადგენელია.
ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები