აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი 15 მაისს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ხაჯიმბა და პუტინი რუსეთ-აფხაზეთს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. შეხვედრაზე "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" 2014 წლის 24 ნოემბრის ე.წ. შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობაზეც იმსჯელებენ.
დე ფაქტო "შეთანხმებით" გათვალისწინებულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა.შეხვედრა სოჭის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები