რეგიონი
ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახალი „დუთი ფრი“ გაიხსნება.
„ფსოუს“ საკონტროლო - გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე „დუთი ფრი“ (უბაჟო) მაღაზია გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ლაშა ცაავამ განაცხადა, რომ დე ფაქტო მთავრობამ ადრეც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, სხვა ანალოგიური მაღაზიის გახსნის თაობაზე. მისი თქმით, „კონკურენციამ დადებითად უნდა იმოქმედოს ხარისხზე“. "ჩვენ აქამდე სრულად არ გამოგვიყენებია მთელი ჩვენი პოტენციალი, თუმცა შეგვეძლო დამატებითი შემოსავალი მიგვეღო რესპუბლიკაში შემოსული ტურისტებისგან", — აღნიშნა ცაავამ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები