რეგიონი
ხაჯიმბა სიმონ კანანელის ტაძრის მდგომარეობამ შეაშფოთა
ახალ ათონში მდებარე სიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მდგომარეობა კატასტროფულია. ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. „შეხედეთ, რა დღეშია ტაძრები. ამას წინათ ათონში სიმონ კანანელის ეკლესიაში ვიმყოფებოდი და შემაშფოთებელი ვითარება დამხვდა. გასაგებია, რომ იქ გათხრები მიმდინარეობდა, მაგრამ არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ ყველაფერი წესრიგში უნდა მოიყვანო. დღეს ჩვენ ტაძარში რეალურად დიდი ორმო დაგვრჩა,“-განაცხადა ხაჯიმბამ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები