რეგიონი
ვლადიმერ პუტინმა თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, მამსუროვის გათავისუფლების მიზეზი ხელმძღვანელობის ვადის ამოწურვა გახდა.
თეიმურაზ მამსუროვი ჩრდილოეთ ოსეთს 2005 წლის ივნისიდან ედგა სათავეში. მის ადგილს დროებით ტამერლან აგუზაროვი დაიკავებს. აგუზაროვი სახელმწიფო დუმის დეპუტატი და მმართველი პარტია "ედინაია რასიას" წევრია.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები