რეგიონი
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიცირებით შედის და  მას მინისტრთა კაბინეტის წევრები  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.  როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისობაშია. "ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გულისხმობს ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებებს. სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს დღეს. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი გამკაცრება. მაგალითად, რა იგულისხმება გამკაცრებაში, დღეს თუ ადამიანი შემოდის საქართველოში, ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, მის მიმართ იწყება პროცედურების გატარება, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან შემოდის. დღევანდელი ცვლილებებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება განხილვა თუ ის შემოდის უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მას დევნიან და საფრთხე ემუქრება, თუ მაგალითად ადამიანი მოდის რომელიმე ქვეყნიდან, გამოივლის სიტყვაზე ბულგარეთს, თურქეთს, შემოვა საქართველოში, მას სტატუსი არ მიენიჭება, იმიტომ რომ მან გამოიარა უსაფრთხო ქვეყნები და უნდა დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც პირველი შევიდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება გამარტივების ნაწილს, მინისტრის თქმით, თუ დღეს განხილვის ვადები საკმაოდ გაწელილია და ეს ძალიან ხშირად ბოროტად გამოიყენება, ახალი ცვლილებებით ვადები მცირდება ორ თვემდე. გარდა ამისა, გასაჩივრების ვადა 10-დან 15 დღემდე იზრდება, ხოლო სამეტაპიანი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელაციასა და კასაციაში ორ ინსტანციამდე მცირდება. სოზარ სუბარის თქმით, ეს ცვლილებები ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას წარმოადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.