საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე «ადლერი» ,19 ივნისს, დე ფაქტო აფხაზეთში მიმავალ მანქანაში 8 ხატი და რელიგიური ხასიათის 200 ბროშურა აღმოაჩინეს. ხატები და ბროშურები Mazda-ს მარკის ავტომობილის საბარგულსა და უკანა სავარძელებზე განთავსებულ ჩემოდნებსა და საგზაო ჩანთებში იპოვეს.
ავტომობილის მძღოლმა განმარტა, რომ ბროშურები და ხატები მან ვორონეჟში საეკლესიო კიოსკებში შეიძინა და ლიტერატურისა და ხატების აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემას გეგმავდა. საბაჟო დეკლარაცია მძღოლს არ შეუვსია. ხატები გაგზავნილია საბაჟო ექსპერტიზაზე. მძღოლის მიმართ აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, იტყობინება სამხრეთის ოლქის საბაჟო სამმართველოს პრეს-სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები