სოჭში წყლის დონე იკლებს. Lenta.ru-ს ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში ამჟამად ნალექის მცირე რაოდენობა ფიქსირდება, მდინარეებში კი წყლის დონემ დაიკლო და კალაპოტებს უბრუნდება.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მობილიზებული იყო დაახლოებით 1800 ადამიანი და 450ზე მეტი ერთეული ტექნიკა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აეროპორტისა და საერთაშიროსო სარკინიგზო სადგურის მუშაობა აღდგენილია.
წყალდიდობა სოჭში გუშინ ძლიერი წვიმის გამო დაიწყო. ქალაქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადლერის რადიონში 7 სოფელი დაიტბორა, ათობით ოჯახი ევაკუირებულია. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყალდიდობა სოჭში- მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
მასალის გამოყენების პირობები