უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სამართალდამცველები ჟურნალისტებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მიზეზად პროვოკაციების თავიდან აცილება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დამატებითი ძალები არ არის გამოყვანლი.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი შეშინებულები არიან. მათივე თქმით სოფელში ცუდი ვითარებაა უსაფრთხოების კუთხითაც და ამასთან ერთად აქვთ სოციალური პრობლემებიც. მათ ასევე გუშინ მომხდარი ფაქტიც გააპროტესტეს.
"იმ ადამიანებთან გვაქვს პრეტენზია, ვინც ჩამოვიდნენ ვითომ დიდი საქმე გააკეთეს, დაამტვირეს და დალეწეს იქაურობა. ასე უფრო ამძაფრებენ ერთამენთში ურთიერთობებს,"-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მასალის გამოყენების პირობები