დე - ფაქტო აფხაზეთის პირველმა ვიცე - პრემიერმა შამილ აძინბამ, სპეციალურად ამ თემისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პასპორტიზაციის მზადების საკითხი დასკვნით ეტაპს უახლოვდება.
მისი თქმით, უახლოეს დროს რესპუბლიკა გარკვეული რაოდენობის საპასპორტო ბლანკებს მიიღებს და უკვე სექტემბერში, პასპორტების პირველი პარტიის გაცემა დაიწყება.
რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს უნიტარული დაწესებულების «გოზნაკ» წარმომადგნელმა ვლადისლავ შჩერბაკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ «პასპორტიზაციის ახალი სისტემის ფარგლებში პასპორტების პერსონალიზაციის ცენტრალიზებული მოდელი ამოქმედდება. გარდა ამისა, შექმნილი დამადასტურებელი ცენტრი ზუსტად შეძლებს გაარკვიოს, თანამშრომელთაგან რომელმა განახორციელა ესა თუ ის ქმედება».
მასალის გამოყენების პირობები