ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხურვალეთში იმყოფება. ის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად შევიდა. ტუსკი საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ნადარბაზევში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურ დაფაზე წარმოდგენილ შემაჯამებელ ინფორმაციას გაეცნო.
დონალდ ტუსკმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები