რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს
საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ. 
განსახილველად პროექტის ორი ვარიანტი გადის. ერთი რეზოლუციის ავტორი "ქართული ოცნებაა", ხოლო მეორე პროექტი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. 
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ პროექტში არის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვა, მოითხოვოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. ამავე პროექტით არის მიმართვა მთავრობისადმი, აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი. "ნაციონალური მოძრაობის" პროექტით მოთხოვნილია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება და ყურადღების კონცენტრირება ჟენევის ფორმატზეა.  რაც შეეხება ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, აღნიშნულ დოკუმენტში არის მოწოდება მთავრობისადმი, გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანოზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე აღნიშნული პროექტით პარლამენტი მიმართავს მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი.
"ქართული ოცნების" რეზოლუციის პროექტში დაფიქსირებულია მთავრობისადმი მიმართვა, განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი. ასევე რეზოლუციის პროექტით პარლამენტი მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ.  ორივე რეზოლუციის პროექტი მიმდინარე კვირას სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც ერთიან ვარიანტზე ვერ შეჯერდნენ. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. გარდა ამისა, არსებობს შეუთანხმებლობა ცალკეულ ფორმულირებებზე, რაც, ძირითადად, რეზოლუციის სიმწვავის ხარისხთან არის დაკავშირებული. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.