ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სკოლების დახურვას იწყებენ. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირერიცხოვან სოფლებში სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება დამატებით ხარჯებს უკავშირდება, რის გამოც მათი ნაწილი უნდა დაიხუროს და ბავშვები კი რაიონული ცენტრის სკოლებში გადავიდნენ.
თუმცა ამ დრომდე მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ავტობუსების შესაძენად სოხუმში თანხები არ აქვთ, ისევე როგორც არ არის ფინანსები სახელმძღვანელოებისთვის. არ არის თანხები არც გალის იმ 9 სკოლისთვის, სადაც ქართული ენის სწავლება დაწყებით კლასებში პირველი სექტემბრიდან მთლიანად რუსული ენით ჩანაცვლდება. პრობლემებზე თავად დე ფაქტო მთავრობის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას.
მასალის გამოყენების პირობები