რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გალის მოსახლეობას სპეციალური ბაჟის დაწესებას უპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გალის რაიონის მოსახლეობას ენგურსგამოღმა თხილის გადმოტანაზე, სპეციალური ბაჟის დაწესებას უპირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბას მოთხოვნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ხაჯიმბა „საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე“ საქონელბრუნვის აღრიცხვას ან „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვს. გალის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ უკვე წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, თხილის გადატანაზე უნდა დაწესდეს ბაჟი - 1 კგ. ნედლი თხილისთვის 25 რუბლი, დარჩეული 1კგ. თხილისთვის 30 რუბლი. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას განაცხადებით, „მთავრობაში ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს“. „ეს წინადადება მივიღეთ, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ სად და როგორ მოხდება ორგანიზება”, - განაცხადა მიქვაბიამ. შეგახსენებთ, რომ “საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საქონლის უკანონო ბრუნვის საკითხი უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას”, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. ხაჯიმბამ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ გალის მოსახლეობას თხილის დიდი ნაწილი „საქართველოში გადააქვს და რაიონის ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არ აქვს“. „პროდუქციის შემოტანა და გატანა კონტრაბანდული გზით ხორციელდება, სახელმწიფოს კი აქედან არავითარი სარგებელი არა აქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანონიერ საფუძველზე. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქართველოსთან სახელმწიფოებრივ-სამართლებლივი ურთიერთობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს დაკავდეს კონტრაბანდით და დიდი რაოდენობით შემოიტანოს საქონელი ენგურიდან. ამასთან, ისინი ბიუჯეტში არაფერს არ იხდიან”,- განაცხადა ხაჯიმბამ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ურაპატრიოტული მოსაზრებების გამოთქმა აბსოლუტურად უადგილოა. ”ჩვენ ან უნდა დავუშვათ საქონლის უკანონოდ გადატანა, ან მთლიანად ჩავკეტოთ საზღვარი“, - განაცხადა ხაჯიმბამ. მან ასევე განმარტა, რომ სრულ პერიმეტრზე საზღვრის ჩაკეტვა ძალიან რთული იქნება და ამის გაკეთება რუსეთის დახმარებითაც შეუძლებელია. ხაჯიმბამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადების წარმოდგენა მოითხოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.