რეგიონი
რაულ ხაჯიმბა „საქართველო-აფხაზეთის საზღვარის“ გაკონტროლებას, ან ჩაკეტვას ითხოვს
“საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საქონლის უკანონო ბრუნვის საკითხი უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას”, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. ხაჯიმბამ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ გალის მოსახლეობას თხილის დიდი ნაწილი „საქართველოში გადააქვს და რაიონის ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არ აქვს“. „პროდუქციის შემოტანა და გატანა კონტრაბანდული გზით ხორციელდება, სახელმწიფოს კი აქედან არავითარი სარგებელი არა აქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანონიერ საფუძველზე. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქართველოსთან სახელმწიფოებრივ-სამართლებლივი ურთიერთობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს დაკავდეს კონტრაბანდით და დიდი რაოდენობით შემოიტანოს საქონელი ენგურიდან. ამასთან, ისინი ბიუჯეტში არაფერს არ იხდიან”,- განაცხადა ხაჯიმბამ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ურაპატრიოტული მოსაზრებების გამოთქმა აბსოლუტურად უადგილოა. ”ჩვენ ან უნდა დავუშვათ საქონლის უკანონოდ გადატანა, ან მთლიანად ჩავკეტოთ საზღვარი“, - განაცხადა ხაჯიმბამ. მან ასევე განმარტა, რომ სრულ პერიმეტრზე საზღვრის ჩაკეტვა ძალიან რთული იქნება და ამის გაკეთება რუსეთის დახმარებითაც შეუძლებელია. ხაჯიმბამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადების წარმოდგენა მოითხოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.