საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,საერთაშორისო ფონდი აფსნი'' ინიციატივით ამ დღეებში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ფონდის ხელმძღვანელი სონერ გოგუა და დე ფაქტო აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ადგურ კაკობა ჩავიდნენ,წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზურმა დელეგაციამ ჩრდილოეთ კვიპროსის კულტურისა და განათლების მინისტრ ქემალ დურუსტთან გამართულ შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრის დასასრულს ადგურ კოკობამ მასპინძელი აფხაზეთში მიიწვია.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან. მასზე სოციალურ-ეკონომიკურ , სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები