ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსიონოვი სომხეთსა და აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ყირიმის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გიორგი მურადოვი იტყობინება, - წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზეთში გამგზავრება აქსიონოვის სოჭში ყოფნისას იგეგმება.
სომხეთში რეგიონთაშორისი ფორუმი გაიმართება, რომელზეც ყირიმის დიდი სტენდი იქნება წარმოდგენილი. თავის მხრივ, სერგეი აქსიონოვმა აღნიშნა, რომ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვედრის შემდეგ, ის და ყირიმის პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ კონსტანტინოვი „შიდა ტურისტებად იქცნენ“ . „სადღაც მაინც მიგვიწვიეს, ისიც კარგია», - დასძინა აქსიონოვმა.
მასალის გამოყენების პირობები