ზვიად სიჭინავამ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა
11:22 / 11.09.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ოჩამჩირეში იმყოფებოდა, სადაც ლეგენდარული დინამოელის ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა. ტელეკომპანია "ტევეესმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სიჭინავას იქ დარასელიას ოჯახის წევრები გულთბილად დახვდნენ. თავის მხრივ, სფფ-ის ყოფილმა თავკაცმა დარასელიას საფლავზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი თასი და ასვეე საკავშირო თასი ჩაიტანა, რომელთა ასლები საკუთარი ხარჯით დაამზადებინა.
ტელეკომპანია ტვს-ში მიწვეულმა სიჭინავამ აფხაზეთში სტუმრობის შესახებ ისაუბრა და საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეეხო. შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ მან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
"ძალიან მინდოდა, ვიტალის საფლავზე ევროპული თასებიც ჩამეტანა, მაგრამ მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ოჩამჩირეში საბჭოთა ფეხბურთის ორი თასი ჩავიტანე და ვიტალის დედას დავპირდი, რომ აუცილებლად ჩავიტან თასების მფლობელთა თასის ასლსაც", - თქვა სიჭინავამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯებისა და სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დათბება: "სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბოლო 23 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. პოლიტიკას თავი გავანებოთ, ადამიანებმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები. აფხაზეთი ჩემშია, სოხუმში გავიზარდე და მწამს, რომ ქართველები და აფხაზები ძმები ვართ. ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, სხვაგვარად, მომავალი არ გვექნება".
რაც შეეხება პოსტიდან გადადგომას: "ეს სრულიად გააზრებული ნაბიჯი იყო და არა – ემოციებით ნაკარნახები. არ ვარ იმ ასაკში, რომ ემოციებს ავყვე. ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ. ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი მისია ამოწურულია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩემი ეპოქაც დასრულდა. რაც შევძელი გავაკეთე, სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ შესრულდა."
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას, სიჭინავამ ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა და მოკლე კომენტარი გააკეთა: "მე არ ვფიქრობ, რომ ან ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს სახელმწიფო, ან მეორე იყენებს ბოროტად ფეხბურთის ფედერაციის რესურსს. შესაძლოა, ამისკენ ერთი-ორი პიროვნება მიანიშნებდეს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევები მგონია".
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები