დე ფაქტო აფხაზეთში პოლიკიტური პარტიის "ედინაია აფხაზია" VI ყრილობის
დელეგატებმა თავმჯდომარედ ე.წ. პარლამენტის
დეპუტატი სერგეი შამბა აირჩიეს.
შამბამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პარტია რეფორმების ჩატარებას და
რუსულ-აფხაზური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისახავს
მიზნად.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოში 43 წევრი
შევიდა.
ყრილობას 360 დეპუტატი და სხვა პარტიებიდან მიწვეული სტუმრები
დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები