ხვალ და ზეგ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
7-8 თებერვალს საქართველოში დღის განმავლობაში ტემპერატურა
დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის
უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს. 7 თებერვალს საქართველოს უმეტეს
რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით –
20-25 მეტრი წამში.
დასავლეთ საქართველოში კი იწვიმებს, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18
გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20
გრადუსი.
სვეტლანა ნიორაძის განმარტებით,მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით
ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები