ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელები, ე.წ.
"ზებრები" და ღერძულა
ხაზები თითქმის წაშლილია, რაც ქვეითებს და მძღოლებს უსაფრთხო
გადაადგილებაში ხელს უშლის.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრში" აცხადებენ, რომ
"ზებრების" შეღებვა მათ მოვალეობას არ წარმოადგენს და აღნიშნული
საქართველოს გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.
გზების დეპარტამენტში აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან და
აცხადებენ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
"ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დაახლოებით ერთ თვეში, სამუშაოები
არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც პრობლემაა - დასრულებული
იქნება", - განუცხადეს რადიო "ათინათს" გზების დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები