აფხაზეთში ირინა დოჩიას შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დაწესდა
რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში 2016 წლის 2 ივლისს გაუჩინარებული ირინა
დოჩიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, ფულადი ჯილდო
(ერთი მილიონი რუბლი) დააწესა. ასევე, დაჯილდოვდებიან ის პირები, ვინც
დანაშაულის მონაწილეთა შესახებ ფლობენ ინფორმაციას, იტყობინება დე
ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს - სამსახური.
პარტია „ედინაია აფხაზიას“ პოლიტსაბჭოს მდივანი საკუთარი სახლის
სადარბაზოდან გაიტაცეს. აღნიშნულ საქმეზე ქ.სოხუმის პროკურატურის მიერ
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შექმნილია საგამოძიებო -
ოპერატიული ჯგუფი. გამოძიების მსვლელობა დე ფაქტო რესპუბლიკის
პრეზიდენტმა საკუთარ კონტროლზე აიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები