ურთიერთბრალდებები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის (ვიდეო)
16:24 / 29.09.2016
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ნინო კვარაცხელია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მისი ოპონენტის
დათო ვერავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. კვარაცხელიას განცხადებით,
ვერავამ მას ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში გამართულ
დებატებზე შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ იცრუა, როდესაც აღნიშნა,
რომ ნინო კვარაცხელია მერიის სოციალური სამსახურის წამყვან
სპეციალისტის პოზიციიდან ტესტირებაში ჩაჭრის გამო გაათავისუფლეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა,
რომ წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება და
გამსვლელი, 33 ქულა მოიპოვა, ხოლო დავით ვერავას მოუწოდა,
დაინტერესდეს ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ბიოგრაფიებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დავით ვერავამაც გაავრცელა,
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო
კვარაცხელიას დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების პასუხად
მინდა ვთქვა, რომ არავითარი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ჩემ
მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურ სიმართლეს შეიცავდა. პირიქით,
ქალბატონ კვარაცხელიას აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის და იმ
ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც დღეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
ქალბატონ ნინოს მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უკავშირდება ქალაქ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო-საატესტაციო
გამოცდებს, სადაც მან მეორე ეტაპზე (ტესტირება) ვერ მიიღო მინიმალური
ზღვარის დამაკმაყოფილებელი ქულა, რათა გადასულიყო შემდეგ ეტაპზე. მის
მიერ დღეს წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მხოლოდ მის არა ქალაქ
ზუგდიდის, არამედ აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ
საატესტაციო-საკონკურსო გამოცდაზე მიღებულ შედეგებს, სადაც მისი
რეზულტატი შეადგენს მინიმალურ 33 ქულას, რაც დასტურდება იუსტიციის
სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც მან წარადგინა".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები