გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის
სამმართველოს თანამშრომლებმა,
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის
ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ბულგარეთის დროშის ქვეშ
მცურავი გემი შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების
ჩაღვრისთვის დააჯარიმეს.
სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები