სოხუმის „უზენაესმა სასამართლომ“ რუსი ბიზნესმენის სერგეი
კლემანტოვიჩის და მისი თანაშემწის ოქსანა სკარედნოვას საქმესთან
დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "აფხაზეთის
"პარლამენტის" დეპუტატს ნოდარ კვიცინიას 16 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბრალდების მხარის ცნობით, 2012 წელს კვიცინიამ სერგეი კლემანტოვიჩი და
ოქსანა სკარედნოვა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის
გამოძალვის მიზნით გაიტაცა. თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ,
კვიცინიამ თანამზრახველებს გატაცებულთა ლიკვიდაცია შესთავაზა. მათი
ცხედრები 2013 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთში, სოფელ
აძუბჟას ერთ-ერთ ჭაში აღმოაჩინეს.
ცნობილია, რომ სერგეი კლემანტოვიჩი კომპანია “პეტროლიუმ-აფხაზეთს”
ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები