ლაბორატორიულად დადასტურებული A ტიპის H3 ვირუსი თბილისში
დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი
ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
მისივე თქმით, იმუნიზაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი
ყველაზე კარგი საშუალებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ
სახელმწიფომ წელს 20 000 დოზა ვაქცინა შეიძინა და ამ ეტაპისთვის
სამიზნე პოპულაციის 65% აცრილია.
მასალის გამოყენების პირობები