ზუგდიდის სოფლებში დაგეგმილი პროექტების ნაწილი წელს ვერ განხორციელდება (ვიდეო)
16:21 / 30.11.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში
გათვალისწინებული 307 - დან მხოლოდ 215
პროექტი განხორციელდა. მიზეზებზე საკრებულოს დღევანდელ
სხდომაზე გამგეობის ეკონომიკური განვითარების და პროგრამის მართვის
სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ ისაუბრა. მისი თქმით,
პროექტების ნაწილმა გათვალისწინებულზე მნიშვნელოვანი ფინანსები
მოითხოვა, ნაწილი მომავალი წლისთვის გადადო, ხოლო რამდენიმე
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით განხორციელდა.
გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ
ყურადღება არასწორ ხარჯთაღრიცხვაზე გაამახვილა. მისი თქმით,
პროექტების შედგენისას არსებობს ხარვეზები, რომელთაც გამოსწორება
სჭირდება.
"ვაღიარებთ, რომ პროექტების დაგეგმვის დროს რაღაც ხარვეზები იყო
დაშვებული და ეს მომავალ წელს მაქსიმალურად იქნება გამოსწორებული", -
განაცხადა მან.
გამოუყენებელი ფინანსური რესურსი, არანაკლებ 300 ათას
ლარს შეადგენს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული
თანხა, ამავე პროგრამით გათვალისწინებულ იმ პროექტებზე გადანაწილდება,
რომელთაც ასევე თანხები დააკლდა.
ცნობისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1 649 317
ლარი იყო გამოეყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი აღნიშნული
პროგრამის თანადაფინანსებისთვის 500 000
ლარი მიმართა. პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, შიდა
გზების მოხრეშვა, მინი სტადიონების მშენებლობა, სანიაღვრე სისტემების
და გარე განათებების მოწყობა ფინანსდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები