საახალწლო თამაში
„საიდუმლო სანტა“
საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უკვე წლებია,
გავრცელებულია. თამაში, რომელიც შიდა კორპორატიულ
სახალისო განწყობას ქმნის, წელს ასოციაცია
„ათინათმა“ ზუგდიდში არსებულ სხვა
სამსახურებს შესთავაზა.
ლოტოტრონში, სადაც მოთავსებულია ასოციაცია
„ათინათის“ 40
თანამშრომლის სახელი და გვარი, უკვე ადრესატამდე მივიდა. შესაბამისად,
საპასუხო მოთამაშის 40 საიდუმლო სანტას სახელი და გვარი
„ათინათელებმაც“ გაინაწილეს. თამაშის პრინციპი და წესები მარტივია:
საიდუმლო სანტამ საჩუქრები ადრესატს ისე უნდა გადასცეს, რომ თავი არ
გამოამჟღავნოს.
თამაშის მონაწილეებს თავიანთი ემოციების და მადლიერების გამოხატვა
შეუძლიათ ფეისბუქში ჰეშთეგით
#ათინათიამეგობრებს.
25 დეკემბერს ასოციაცია
„ათინათი“ თამაშის
ყველა მონაწილეს ეპატიჟება ივენთზე, სადაც საიდუმლო სანტების ვინაობა
გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები