საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან მოთხილამურე პატრული იმუშავებს
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე საპატრულო პოლიციას ახალი
დანაყოფი - მოთხილამურე პატრული
დაემატა. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი
გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის
უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე, სამთო-სათხილამურო
ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით პატრულირებას
განახორციელებს.
„როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე
პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე
დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა
უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, -
განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები