რეგიონი
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 19 042 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ის, წინა წელთან შედარებით, 85 ათასი ლარით გაიზარდა.

მომდევნო წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბავშვო ბაღების დაფინანსებაა.

წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, ბიუჯეტის შესრულებაზე მთლიანად მერიაა პასუხისმგებელი და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღეს. ასევე, მათივე თქმით, მერიამ არ გაითვალისწინა ის შენიშვნები, რომელიც "ენმ"-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდა.

ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შედგენისას შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.

„ზუგდიდი 2017 წლისთვის ყველანაირად მზად არის და გაწერილია ის პროექტები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ასევე, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები, მთლიანად ამოღებულია პრემიები და დაზოგილი თანხები მთლიანად მივმართეთ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ“.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.