ზუგდიდში პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობაზე დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
11:56 / 24.12.2016
,,საიას'' ზუგდიდის ოფისში კვლევის "2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი,
ძირითადი მიგნებები
და გამოწვევები" შუალედური შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე ის თემები
გამოიკვეთა, რომელთა მიმართულებითაც მუშაობა უნდა გაგრძელდეს
პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით. მათ შორისაა:
საკანონმდებლო ბაზა, შიდა პარტიული დემოკრატია, ცნობიერების ამაღლება
გენდერულ თანასწორობაზე.
„როცა პარტიაში პრობლემებია, მას ტოვებენ მამაკაცები. ქალები კი
რჩებიან იმ პარტიების ერთგულნი, რომელთაც ისინი თავიდან წარადგინეს.
ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში 16 კაცს არ
გამოუყენებია პარლამენტის ტრიბუნა, ასეთი ფაქტი ქალ დეპუტატებს შორის
არ დაფიქსირებულა. არ ყოფილა ქალი დეპუტატი, რომელსაც თუნდაც ერთხელ
მაინც არ გამოუყენებია პარლამენტის ტრიბუნა“, -განაცხადა საიას
ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.
დისკუსიაში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო
ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის
აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორგანიზაცია საპარლამენტი არჩევნების გენდერულ ანალიზს 2018 წლამდე
განახორციელებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები