ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა (ვიდეო)
13:27 / 27.01.2017
ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის ,,ქართველებთან და
საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. ის ასახავს მშვიდობის
დარგში პირველინობელიანტი ქალის, ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის,
ბერტა ფონ ზუტნერის და მისი მეუღლის ცხოვრებისა და
მოღვაწეობის ხუთწლიან პერიოდს ზუგდიდში.
,, ყველა ავსტრიელმა იცის ვინ არის ბერტა ფონ ზუტნერი, მაგრამ ყველა
ავსტრიელმა არ იცის, რომ ის საქართველოში მნიშვნელოვან მწერლად
ჩამოყალიბდა,’’ - აღნიშნა მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის
განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.
დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა მერიის
მხარდაჭერით მოამზადა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში
ცხოვრების მანძილზე ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე აქტიურ
სამწერლო- ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ
ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ
,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაწარმოების ფრანგულად თარგმნაში. ბერტამ
სწორედ ზუგდიდში დაწერა რომანები : ,,ჰანა’’ ,
,,ცუდი ადამიანი’’, ,,სულის ინვენტარიუმი’’. ის და მისი მეუღლე
სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები
იყვნენ.
სამწერლო მოღვაწეობის გარდა ბერტამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა
თავისი დროის პაციფისტური მოძრაობის განვითარებაში.
მან ომის საშინელებებს რომანი “ძირს იარაღი!”
მიუძღვნა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, 16 ენაზეა
თარგმნილი.
იგი 1905 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით
მშვიდობის დარგში, ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ დარგში პრემიის დაწესება ალფრედ ნობელს სწორედ
ბერტამ შთააგონა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები