გუშინ, გვიან ღამით, ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში რამდენიმე ნიღბიანი
პირი ჯანსუღ ჯიშკარიანის ოჯახს დაესხა თავს. არსებული ინფორმაციით,
ისინი შუახნის მამაკაცს ფიზიკურად
მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მოთხოვნილი თანხა ვერ მიიღეს.
თავდამსხმელებმა ოჯახიდან 300 ლარი წაიღეს.
ჯანსუღ ჯიშკარიანი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. შემთხვევის
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები