სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას წინასააღდგომოდ აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი
შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში
შეძენისაგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ
არის დაცული. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
ნათქვამი.
,,სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი
რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე, არაორგანიზებული
ვაჭრობის ადგილებში. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და
ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის,
მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. სურსათის ეროვნული
სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი
საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას, ‘’ - აღნიშნულია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები